„თებერვალში საბრძოლველად მზად იქნება“ - ცნობილი ინსაიდერი თოფურიაზე წერს
„UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში, ქართველი ილია თოფურია შემდეგი ბრძოლის ჩასატარებლად 2027 წლის თებერვალზე ადრე მზად არ იქნება“, - ამის შესახებ MMA-ის ცნობილი ინსაიდერი და ჟურნალისტი, ალვარო კოლმენეირო იტყობინება.
„მე ვესაუბრე ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, ხესუს გალოს. მან მითხრა, რომ ილია მაიამიში ეტაპობრივად უბრუნდება ვარჯიშს და ის ბრძოლისთვის თებერვლიდან იქნება მზად.
მისი დაბრუნებისთვის ორ მთავარ ვარიანტად ჯასტინ გეიჯი ან პედი პიმბლეტი რჩება, თუმცა მისი გუნდი დაჟინებით მოითხოვს გეიჯისთან რევანშს“, - დაწერა კოლმენეირომ სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ დაკარგა.