ილია თოფურია, არმან ცარუკიანი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უსმანს ილიას დამარცხება შეუძლია“ - არმან ცარუკიანი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიასა და უსმან ნურმაგომედოვის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უსმანს „ელ მატადორის“ დამარცხება შეუძლია.

რას ამბობს ცარუკიანი:

- არის თუ არა უსმანი მაღალი დონის მებრძოლი? ვფიქრობ, ის ჯერ ტოპებთან უნდა შემოწმდეს და უკვე ამის მერე იქნება შესაძლებელი დასკვნის გამოტანა. იმიტომ, რომ PFL-ში არ არის ისეთი კონკურენცია, როგორიც UFC-შია.

- შენი აზრით, უსმანი კლასით უფრო მაღლა დგას, იმავე დონეზეა, თუ ილია თოფურიაზე დაბალი კლასისაა?

- ვფიქრობ, რომ რაღაცაში უკეთესია, რაღაცაში - უარესი. მაგალითად, ხელებით ბრძოლაში ის უფრო სუსტია, მაგრამ საერთო დგომში შეიძლება უკეთესი იყოს, ჭიდაობის ხარჯზე კი კიდევ უფრო უკეთესი. ანუ, ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა მაქსიმალურად კონკურენტული იქნება და ჩემი აზრით, უსმანს თავისი ჭიდაობის და მიქსის ხარჯზე შეუძლია მოგება.

გასულ პერიოდში, უსმან ნურმაგომედოვის წარმომადგენლებმაც არაერთხელ განაცხადეს თოფურიასთან ჩხუბის სურვილზე და ასევე ირწმუნებიან, რომ რუსი მებრძოლი ილიას დამარცხებას შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ასე მოხდა, სატიტულო ბრძოლას აღარ მოვითხოვ“ - ცარუკიანი რუფისთვის ემზადება
„თუ ასე მოხდა, სატიტულო ბრძოლას აღარ მოვითხოვ“ - ცარუკიანი რუფისთვის ემზადება