უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მინდა ქამრის გარეშეც ღირსეული ადამიანი ვიყო“ - უმარის მთავარი მიზანი

ბევრი მიიჩნევს, რომ თუ რამდენიმე დღეში 30 წლის უმარ ნურმაგომედოვი UFC 324-ის ფარგლებში დეივისონ ფიგერედოს ეფექტურ სტილში დაამარცხებს, კიდევ ერთ სატიტულო ბრძოლას მიიღებს. ამის თაობაზე ვარაუდი მისმა მწვრთნელმა და სახელოვანმა ნათესავმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამოთქვა და UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმაც ორაზროვანი შეფასება გააკეთა. თავად უმარს კი როდესაც ამის თაობაზე დაუსვეს შეკითხვა, მისგან საკმაოდ ვრცელი კომენტარი მოისმინეს.

უმარ ნურმაგომედოვი

25 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში დავიწყე და ჯერჯერობით მთავარ მიზანს მაინც ვერ მივაღწიე, რაც როგორც მინიმუმ საკუთარი შრომის დაუფასებლობა და უპატივცემულობაა. ძალიან მინდა ქამრის მოგება, თუმცა ამასთან ერთად ვხვდები, რომ ეს ქამარი სხვა პიროვნებად ვერ მაქცევს. ის ვერ შემმატებს იმ ადამიანურ თვისებებს, რომლებიც არ მაქვს, ვერც მე და ვერც ნებისმიერ სხვა სპორტსმენს.

არ მინდა ვინმე პატივს მცემდეს მხოლოდ იმის გამო, რომ UFC-ის ჩემპიონი გავხდი. ეს ჩემი პირადი გზა და პირადი მიზანია, რასაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი მივუძღვენი. ვვარჯიშობ, ვჭამ და მძინავს ერთი მიზნით, რომ ქამარი მოვიგო, მაგრამ ამავდროულად მინდა ამ ქამრის გარეშეც ღირსეული ადამიანი ვიყო.

შეგახსენებთ, რომ შარშან იანვარში სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში მერაბ დვალიშვილთან განცდილი მარცხის შემდეგ, უმარ ნურმაგომედოვი ოქტომბერში დაბრუნდა და მარიო ბაუტისტა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემიძლია ახლავე დავურეკო და ბრძოლას დათანხმდება“ | დენამ მერაბზე ისაუბრა
„შემიძლია ახლავე დავურეკო და ბრძოლას დათანხმდება“ | დენამ მერაბზე ისაუბრა