ისლამ მახაჩევი, მაიკლ მორალესი
Aa
Aa

„ისლამთან ჩხუბი პრობლემა არ იქნება“ - დაუმარცხებელი მორალესის ვარიანტები

ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გავრცელება გრძელდება. ქვესაშუალო წონის დაღესტნელი ჩემპიონის ერთ-ერთი ყველაზე რეალური სავარაუდო ოპონენტი მაიკლ მორალესია, რომელიც დაუმარცხებელია და კარიერაში ცხრამეტიდან ცხრამეტივე ორთაბრძოლა აქვს მოგებული. ამ თემასთან დაკავშირებით სიტუაციის გარკვევა MMA Mania-ს ჟურნალისტმა თავად ეკვადორელ მებრძოლთან გადაწყვიტა, რომელმაც შეკითხვაზე, თუ ვისთან სურს მომავალში დაპირისპირება, ასეთი პასუხი გასცა:

„UFC-ის ხელმძღვანელები ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ შესაძლოა მარტში, ან აპრილში ჯეკ დელა მადალენასთან მეჩხუბა. თუმცა, როგორც ვიცი ახლა ამ დაპირისპირების ივნისში, ან ივლისში ჩანიშვნაზე მიდის მოლაპარაკებები. თუ ავსტრალიელს დავუპირისპირდები, ეს ჩემთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას დავაგროვებ. თუმცა, ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ჩხუბი რომ შემომთავაზონ, პრობლემა საერთოდ არ იქნება და აუცილებლად დავთანხმდები“.

ცნობისათვის, მაიკლ მორალესმა ბოლო სამი ჩხუბი ნოკაუტით მოიგო და მან ნილ მაგნი, გილბერტ ბარნსი და შონ ბრედი გათიშა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ისლამ მახაჩევმა სხვადასხვას დროს ჩარლზ ოლივეირას - 11, ალექსანდრ ვოლკანოვსკის - 22, ხოლო ჯეკ დელა მადალენას 18-ბრძოლიანი მოგებათა სერია დაუსრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი რამ არავისგან მიგრძნია“ - მერაბის აზრით, ილია ისლამს დაამარცხებს
„ასეთი რამ არავისგან მიგრძნია“ - მერაბის აზრით, ილია ისლამს დაამარცხებს