ცარუკიანი, ისლამი და დაბრუნების თარიღი | ილიამ ფანების შეკითხვებს უპასუხა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ MMA-ის გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. „ელ მატადორმა“ დაბრუნების სავარაუდო თარიღი და მეტოქე დაასახელა და ისლამ მახაჩევსა და არმან ცარუკიანზე ისაუბრა.
- ისლამ მახაჩევი მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით დაგამარცხებს.
ილია: „საკუთარ ოცნებებშიც ვერ შეძლებდა. ოცნებაშიც უვარგისია.“
- როგორ ფიქრობ, შეგიძლია არმან ცარუკიანი დაანოკაუტო?
ილია: „მარტივად.“
- როგორ ფიქრობ, როდის გამართავ მომდევნო ორთაბრძოლას და ვის წინააღმდეგ?
ილია: „აპრილ-ივნისში. პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბის გამარჯვებულთან.“
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტისა და გეიჯის დაპირისპირება თბილისის დროით 25 იანვარს გაიმართება. გამარჯვებული მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებით საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს და მისი მომდევნო მეტოქე ილია იქნება.
EL MATADOR ????@TopuriaIlia takes home the #UFCHonors award for KO of the Year! pic.twitter.com/1JCT6PkzjT
— UFC (@ufc) January 16, 2026