ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„შურისძიება მწყურია“ - ჰოლოუეიმ თოფურია გაიხსენა

რამდენიმე კვირაში BMF-ის ქამრისთვის UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან. უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლის წინ, „დალოცვილს“ არამხოლოდ ბრაზილიელ მეტოქეზე, არამედ მის სამომავლო გეგმებზეც უსვამენ შეკითხვებს და ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, როდესაც საუბარი ილია თოფურიაზე ჩამოვარდა, ჰოლოუეიმ ასეთი განცხადება გააკეთა:

„მინდა თუ არა ილია თოფურიაზე შურისძიება? ჩემთვის იდეალური იქნება, თუ ჩარლზ ოლივეირას მაქსიმალურად ეფექტურ სტილში დავამარცხებ და მერწმუნეთ, ამას უპირობოდ გავაკეთებ, შემდეგ კი ილიას BMF-ის ქამრისთვის და ტიტულისთვის დავუპირისპირდები. ჩვენი ბრძოლის შემდეგ თოფურია საუბრობდა, რომ BMF-ის ქამარი მისი გახდა, არადა ჩვენი დაპირისპირების დროს სასწორზე ეს ტიტული არ იდო. ამის გამო ილია ჩემზე არ უნდა გაბრაზდეს, გაუბრაზდეს UFC-ის ხელმძღვანელებს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება 2024 წლის ოქტომბერში შედგა და „ელ მატადორი“ გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც მაქსი ნოკაუტში გაგზავნა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პიმბლეტი თოფურიაზე: მინდა დავამტკიცო, რომ ის ზედმეტად პატარაა ჩემს დასამარცხებლად
    პიმბლეტი თოფურიაზე: მინდა დავამტკიცო, რომ ის ზედმეტად პატარაა ჩემს დასამარცხებლად