„ასეთი რამ არავისგან მიგრძნია“ - მერაბის აზრით, ილია ისლამს დაამარცხებს
მერაბ დვალიშვილს სჯერა, რომ ილია თოფურია, ისლამ მახაჩევთან ორთაბრძოლაში აშკარა ფავორიტია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ბრძოლა ქვესაშუალო წონით კატეგორიაში შედგება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ილია ფენომენალური ათლეტია. არავისგან მიგრძნია მსგავსი სიმძლავრე და ტექნიკის ასეთი დონე, მიუხედავად იმისა, რომ სპარინგები მქონია მებრძოლებთან, რომლებიც ჩემზე ორით ან სამით მაღალ წონით კატეგორიაში გამოდიან. იქნება ეს ჯიუ-ჯიცუ, ჭიდაობა თუ დგომში ბრძოლა - მსგავსი არაფერი მიგრძნია სხვა არავისთან, გარდა ილიასი.
მას მახაჩევთან ბრძოლაში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს. ესპანეთში ილიასთან ერთად ვარჯიშის შემდეგ, ამაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი. მისი შანსები ძალიან მაღალია მაშინაც კი, თუ ისინი ქვესაშუალო წონაში იჩხუბებენ“,
- განაცხადა დვალიშვილმა Setanta Sports-თან საუბრისას.
მანამდე, მერაბმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია მახაჩევისა და თოფურიას პოტენციური „სუპერ-ბრძოლის“ შესახებ და აღნიშნა, რომ ის შესაძლოა იმაზე ადრე შედგეს, ვიდრე ბევრი ელოდება.
ამ მომენტისთვის, თოფურია ფლობს UFC-ის ქამარს მსუბუქ წონაში (Lightweight), ხოლო მახაჩევი, დელა მადალენას დამარცხების შემდეგ ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონია.