პიმბლეტი თოფურიაზე: მინდა დავამტკიცო, რომ ის ზედმეტად პატარაა ჩემს დასამარცხებლად
UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეხუთე ნომერმა, ბრიტანელმა პედი პიმბლეტმა დაასახელა ის მებრძოლები, რომლებსაც Pound-for-Pound რეიტინგში საუკეთესოებად მიიჩნევს.
„ჩემთვის ისლამი P4P რეიტინგის ნომერ პირველი მებრძოლია, ილია კი - მეორე. მინდა, ილია დავამარცხო და თავად მოვხვდე ამ სიაში. მინდა ყველას ვუჩვენო, თუ რატომ არსებობს საერთოდ წონითი კატეგორიები და დავამტკიცო, რომ ის უბრალოდ ზედმეტად პატარაა ჩემს დასამარცხებლად“, — განაცხადა პიმბლეტმა TheMacLife-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ UFC-ის ოფიციალურ P4P რეიტინგში, მახაჩევი და თოფურია ზუსტად ამავე თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი.
შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ. მათი ორთაბრძოლა UFC-ის 2026 წლის პირველი ღონისძიების მთავარი მოვლენაა და მას თბილისის დროით, 26 იანვარს ვიხილავთ.
გეტყვით ასევე, რომ „ბედიმ“ ბოლოს გასული წლის აპრილში იჩხუბა და მაიკლ ჩენდლერი დაანოკაუტა.