„იდეალურ სამყაროში ეს მოხდება“ | დენა უაითი ილიას მომავალსა და მახაჩევზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა Complex News-ს ინტერვიუ მისცა. უაითმა საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას მომავალზე ისაუბრა და ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„კამარუ უსმანი ისლამის მომდევნო მეტოქედ? არ ვიცი. უნდა ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. აუცილებელია გავიგოთ, თოფურია როდის დაბრუნდება და რა გეგმები ექნება. იდეალურ სამყაროში, ილია ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ჩხუბის გამარჯვებულს შეხვდება.
როგორი იქნება თეთრი სახლის ქარდი? ჯერ არაფერი ვიცით. ლოგისტიკური საკითხები ახლახან დავალაგეთ და უახლოეს პერიოდში ღონისძიების ორგანიზებასაც შევუდგებით.“
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი და გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონობისთვის ჩხუბობენ. მათი ორთაბრძოლა თბილისის დროით, 25 იანვარს გაიმართება და გამარჯვებული სწორედ „ელ მატადორს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება ილიას, Marca-მ დაწერა, რომ თოფურია სავარაუდოდ, მაისში ან ივნისში დაბრუნდება.