„სრულიად სამარცხვინო საქციელია“ - ჯონსმა ასპინალი შეაფასა
UFC-ში ტომ ასპინალის წარმატებები ჯონ ჯონსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 2025 წლის ივნისში „ბოუნსმა“ ყველასთვის მოულოდნელად კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და მძიმე წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. შესაბამისად ასპინალს, რომელიც დროებითი ჩემპიონის ტიტულს თითქმის ორი წლის განმავლობაში ფლობდა, სრულფასოვანი ჩემპიონობისთვის ბრძოლა ოქტომბრისთვის ჩაუნიშნეს, თუმცა სირილ განის მიერ წესების უხეში დარღვევის გამო, ინგლისელმა თვალის მძიმე ტრავმა მიიღო და ჩხუბი No Contest-ად გამოცხადდა. დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ტომმა გამოჯანმრთელება ვერ შეძლო, რის გამოც ქამარი ვაკანტური გახადა და ამ ყველაფერს ჯონსი ირონიულად შეხვდა.
ჯონ ჯონსი
ტომ ასპინალის გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ მისი ეგრეთწოდებული ტრავმა სინამდვილეში არც ისეთი სერიოზული იყო, როგორც ხალხს თავს აცოდებდა. UFC-ის შეფები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბრიტანელი ქამრის დაცვას შეძლებდა, რასაც თავად ტომზე ვერ ვიტყვით, რომელსაც სირილ განის შეეშინდა და თავის დასაძვრენად ყველაზე იოლი გზა იპოვა. ეს მისი მხრიდან სრულიად სამარცხვინო საქციელია.
ცნობისათვის, როგორც თავად ტომ ასპინალმა განაცხადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში საერთო ჯამში თვალზე ოთხი ოპერაციის გაკეთება და სხვადასხვა სახის ინფექციებთან გამკლავება დასჭირდა. მის არყოფნაში კი, UFC-ის ხელმძღვანელებმა მძიმე წონითი დივიზიონის დროებით ქამრისთვის ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჩაატარეს, სადაც სირილ განმა ალექს პერეირა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.