„ისეთივე საშინელი გამართლება მოძებნე, როგორიც შენი ბოლო ჩხუბი იყო“ - გეიჯი ილიას
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამედიცინო გამოკვლევები დაასრულა და ოქტაგონში დაბრუნებისთვის მზადაა და შემდეგ ჯერზე პირადად მიაქცევთ ყურადღებას, რომ ჯასტინის ხელთათმანები სათანადოდ შეამოწმონ.
გეიჯის პასუხი:
„94 დღე გავიდა და ამ სულელურ გამართლებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე. ისეთივე საშინელი გამართლებაა, როგორიც შენი ბოლო ჩხუბი იყო. მეტის გაკეთება გმართებს, პატარავ“.
94 days and the best you could come up with is a lame excuse. As terrible as your last performance. Do better kid.
— Justin Gaethje ???????? (@Justin_Gaethje) September 16, 2026
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე სწორედ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ დაკარგა.