ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„გეიჯისთან რემატჩის მაგივრად, პიმბლეტთან ჩხუბზე უნდა იფიქროს“ - სეხუდო თოფურიაზე

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯისთან რემატჩის მაგივრად, „ელ მატადორმა“ პედი პიმბლეტთან უნდა იჩხუბოს.

სეხუდომ MMA Junkie-სთან თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, გეიჯიმ თოფურიას კიდევ ერთი შანსი მისცეს.

რას ამბობს სეხუდო:

„ეს მხოლოდ წაგება არ არის. ეს მაგრად ცემა და ფიზიკურად განადგურებაა. როცა ასე გცემენ, გარკვეული დროა საჭირო, რომ გონება და საბრძოლო სულისკვეთება დაგიბრუნდეს. ილიასა და პიმბლეტს შორის ოქტაგონს მიღმა წლების განმავლობაში არსებობდა მტრობა, რაც ამ ორთაბრძოლას ქვემსუბუქი წონის პრეტენდენტისთვის ბუნებრივ, ახალ დასაწყისად აქცევს.“

„ჯასტინ გეიჯის ერთი წელი აქვს საიმისოდ, რომ თქვას: „კი, მინდა ბრძოლა“ ან „არა, არ მინდა ბრძოლა“. UFC-ს ამის გაკეთება არ სურს, განსაკუთრებით „მეტი აღარ“ ინციდენტის შემდეგ.“

თოფურიას მომავლის გარშემო უცხოურ პრესაში ბევრი იწერება. დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში გეიჯიმ აღნიშნა, რომ არ იცის, ოქტაგონში ოდესმე დაბრუნდება თუ არა. ერთადერთი, რაც „ჰაილაითმა“ იცის, ისაა, რომ 2026 წელს აღარ იჩხუბებს, რადგან აღდგენა და ძალების მოკრება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი ჩხუბი მისცეს და ნახეთ, რაც დაემართა“ | ნეით დიაზი ილიაზე
„ნამდვილი ჩხუბი მისცეს და ნახეთ, რაც დაემართა“ | ნეით დიაზი ილიაზე