„გაანალიზებს, რა მოხდა და ბევრ რამეს შეცვლის“ | პანტოჟამ ილიაზე ისაუბრა
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალეშანდრე პანტოჟამ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „კანიბალმა“ „ელ მატადორის“ წაგების მიზეზი დაასახელა და თვლის, რომ ეს მარცხი ილიასთვის კარგი გაკვეთილი იქნება.
„არ ვიცი, გეიჯისთან ჩხუბში რა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, ილიას ესმის, რომ გარკვეულწილად საკუთარ თავთან ბრძოლაც წააგო. რა თქმა უნდა, გეიჯიმ გაიმარჯვა, მაგრამ ვთვლი, რომ თოფურია საკუთარ თავში მეტისმეტად დარწმუნებული იყო.
შემიძლია ერთი რამ გითხრათ: თუ რამის სწავლა გინდათ, სახეში დარტყმების მიღებას ბევრი რამის სწავლება შეუძლია. შეიძლება ფიქრობდე, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხარ, შემდეგ კი ჩხუბისას სახეში მოგხვდება და გაანალიზებ, რომ ასე არ არის.
ეს სპორტი სწორედ ამიტომ მიყვარს. ილია თავმდაბალი ბიჭია და იცის, ოქტაგონში შესასვლელად რა არის საჭირო. ვფიქრობ, ის გაანალიზებს, რა მოხდა. თოფურიას შეუძლია, ამ ჩხუბისგან გაკვეთილი მიიღოს და ბევრი რამ შეცვალოს“.
შეგახსენებთ, რომ პანტოჟამ საჩემპიონო ქამარი ჯოშუა ვანთან დაკარგა და ტიტულის დაბრუნებას UFC 331-ზე შეეცდება. მათი ორთაბრძოლა ღონისძიების მთავარი მოვლენა გახლავთ.