ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ალექსანდრე თოფურია ბრუნდება | როდის და ვისთან იჩხუბებს ქართველი მებრძოლი

ალექსანდრე თოფურია ბრუნდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ესპანურმა გამოცემამ, El Rocktagono-მაც დაადასტურა, „ელ კონკისტადორი“ 21 ნოემბერს, დოჰაში გასამართ ღონისძიებაზე იჩხუბებს.

ალექსანდრეს მეტოქე სანტიაგო ლუნა იქნება. 22 წლის მექსიკელს კარიერაში ცხრა ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 1 წაგებაა. ლუნამ UFC-ში სამჯერ იჩხუბა: ქუანგ ლე და ანჯელ პაჩეკო დაამარცხა, ბოლო ორთაბრძოლაში კი ბრაის მიტჩელთან მახრჩობელა ილეთით წააგო.

ლუნას 3 ჩხუბი ნოკაუტით აქვს მოგებული, 4 ორთაბრძოლაში მტკივნეული/მახრჩობელა ილეთით იმარჯვა, ხოლო ერთხელ — მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. რაც შეეხება ალექსანდრეს, თოფურია UFC-ში მესამედ იასპარეზებს. წინა ორ ბრძოლაში მან კოლბი თიქნესსა და ბეკზატ ალმახანს მოუგო.

შეგახსენებთ, რომ „ელ კონკისტადორს“ კარიერაში 8 ორთაბრძოლა აქვს გამართული — მის ანგარიშზე 7 მოგება და 1 წაგებაა. ალექსანდრემ ბოლოს 2025 წლის ნოემბერში იჩხუბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლთან და საგოლე პასთან ახლოს იყო - წიტაიშვილის კარგი მატჩი ესპანიოლთან
გოლთან და საგოლე პასთან ახლოს იყო - წიტაიშვილის კარგი მატჩი ესპანიოლთან