გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

უგოლო ფრე გრაცში - მამაგეიშვილი ასისტთან ახლოს იყო

ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ფაზა „შტურმმა“ საფრანგეთის „რენთან“ საშინაო მატჩით დაიწყო, რომელიც უგოლო ფრით, 0:0 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ გრაცში გულშემატკივრებმა საკმაოდ უღიმღამო შეხვედრა იხილეს, რომლის ბოლოსაც გუნდები, განსაკუთრებით კი მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ბურთის გასატანად საკმარისი არ აღმოჩნდა.

გოლი როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდის კარში გავიდა, თუმცა ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ ორივე გაუქმდა. რაც შეეხება „შტურმის“ ქართველ ლეგიონერებს, ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო განაცხადში არ იყო. გიზო მამაგეიშვილმა კი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთ ეპიზოდში მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, თუმცა მისი გადაცემა თანაგუნდელმა სათანადოდ ვერ დააგვირგვინა. გიზო 61-ე წუთზე შეცვალეს, იქამდე კი 2 საკვანძო გადაცემა შეასრულა, ბურთს 22-ჯერ შეეხო, პასები 78-პროცენტიანი (9-დან 7) სიზუსტით გაანაწილა, ერთხელ დაჯარიმდა და დრიბლინგის ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ცნობისათვის, „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართავს - 20 სექტემბერს გრაცელები სტუმრად „ზალცბურგს“ დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ევროპა ლიგას, მეორე ტურში ავსტრიელების მეტოქე 15 ოქტომბერს, პრემიერლიგის წარმომადგენელი „ბორნმუთი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შანსი ყველასთან გვექნება“ - მექვაბიშვილი ერთა ლიგის მატჩებზე
“შანსი ყველასთან გვექნება“ - მექვაბიშვილი ერთა ლიგის მატჩებზე