სევილია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

სევილიამ დეპორტივოს მოუგო - ქოჩორაშვილი ცვლილებაზე შევიდა

ლა ლიგის მორიგ ტურში სევილია დეპორტივოს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მატჩში ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე სიერამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთიდან მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ანხელინო გააძევა.

რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ის სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა.

ქართველი ფეხბურთელი აქტიურად ეხმარებოდა დაცვის ხაზს და შეტევებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა რაიმე დასამახსოვრებელი დროის სიმცირიდან გამომდინარე ვერ შემოგვთავაზა.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ სევილიას მაისური მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ მოიგო, თუმცა ჯერჯერობით ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, ესპანიოლის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში ანდალუსიური კლუბი ბარსელონას უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 19 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები