Givemesport-ის ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა ხვიჩა
გამოცემა France Football-ის მიერ „ოქროს ბურთზე“ წარდგენილი 30-კაციანი სიის დასახელების შემდეგ ბრიტანულმა Givemesport-მა საკუთარი რეიტინგი განაახლა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მეათე პოზიციაზეა.
„პარი სენ-ჟერმენის“ მიერ ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულ წარმატებაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული და პროდუქტიული გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი ძალიან დიდია.
წელს რომ მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარებულიყო, ქართველი სუპერვარსკვლავი ამ რეიტინგში გაცილებით უფრო მაღლა იქნებოდა და „ოქროს ბურთის“ მოსაგებად იბრძოლებდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ვერ მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით კვარაცხელია ამჯერად ამ ჯილდოს ვერ მოიგებს“, — წერს ბრიტანული გამოცემა.
რეიტინგის სათავეში „ბარსელონას“ ვუნდერკინდი ლამინ იამალია, მეორეზე - „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი, მესამეზე კი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ესპანელი როდრი. რეიტინგს სრულად ამ ბმულზე გაეცნობით, პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ლამინ იამალი, ჰარი კეინი, როდრი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, უსმან დემბელე, მაიკლ ოლისე, ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი და ხვიჩა კვარაცხელია.