კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში 2030 წლის მუნდიალამდე

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში 2030 წლამდე დარჩება. ინფორმაციას ბრაზილიური Globo ავრცელებს.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია (CBF) და იტალიელი სპეციალისტი კონტრაქტის 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გახანგრძლივებაზე სიტყვიერად შეთანხმდნენ, წერს Globo.

წყაროს თანახმად, მოსალოდნელია, რომ შეთანხმებას ხელი თებერვლის პირველ კვირებში მოეწერება.

ამჟამად ანჩელოტი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ნაკრების მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასია. ასევე გათვალისწინებულია 5-მილიონიანი ბონუსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში.

ახალი კონტრაქტის პირობები ანალოგიური იქნება, თუმცა გარკვეული მიღწევებისთვის გათვალისწინებული ბონუსები დაკორექტირდება.

ანჩელოტი „სელესაოს" 2025 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიამ 8 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 4 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 2-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები