დონჩიჩის 14 000 ქულა და მორიგი რეკორდი - ლეიკერსმა დენვერს მოუგო
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ერთ-ერთი ლიდერი ლუკა დონჩიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გამთამაშებელი, რომელმაც კარიერაში 14 000-ქულიან ზღვარს მიაღწია.
„დენვერ ნაგეთსთან“ მოგებულ მატჩში (115:107) 38 ქულა, 13 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სლოვენიელმა ღია თამაშიდან 21-დან 12 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 9-დან 3 სამქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო.
26 წლის დონჩიჩი გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამთამაშებელი, რომელმაც 14 000 ქულა დააგროვა. ამისათვის სლოვენიელს 484 მატჩი დასჭირდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ დონჩიჩმა გადაასწრო „დენვერის“ ცენტრს, ნიკოლა იოკიჩს და მეორე ადგილს იკავებს 30+ ქულებით სამმაგი დუბლების რაოდენობით. სლოვენიელის აქტივში 52 ასეთი მატჩია, საუკეთესო მაჩვენებელი კი ოსკარ რობერტსონს ეკუთვნის - 106 სამმაგი დუბლი.
დონჩიჩის 38 ქულა VS დენვერი