ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

“ეს დიდი გამარჯვებაა“ - ჯიკიჩი ესპანეთის დამარცხების შემდეგ

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შინ ესპანეთთან 21-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოვერტაიმში 91:89 მოვიგეთ.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა კომენტარი გააკეთა.

ჯიკიჩი:

„პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. როგორც შენგელიამ თქვა, ეს ისტორიული და უნიკალური გუნდია. აქ 2 წელზე მეტია ვარ და საქართველოში საოცარი ხალხი ცხოვრობს. დღეს ეს ბიჭები საუკეთესოდ გამოვიდნენ, არ დანებდნენ და გაიმარჯვეს. ეს დიდი გამარჯვებაა!

ვფიქრობ, დღეს ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა. ესპანეთი დღეს დიდებული იყო. მათი მწვრთნელიც დიდებულია და ზოგადად ესპანეთი ურთულესი მეტოქეა. ჩემი ბიჭების გამო ბედნიერი ვარ, მათ ეს დაიმსახურეს. ისინი არ დანებდნენ! შეამოწმეთ, რამდენი წუთი ითამაშა წელს შენგელიამ. ის სამაგალითოა. საბოლოო ჯამში, ჩვენ გუნდური სულისკვეთებით გავიმარჯვეთ.

გულშემატკივრები გვეხმარებოდნენ. ისინი ესპანეთზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ჩვენ საოცარი გულშემატკივრები გვყავს. ჩვენ ყოველთვის ერთი მიზანი გვაქვს. ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, მეც ვუშვებ შეცდომებს, მაგრამ მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. დღეს სწორედ ეს დამტკიცდა.

ჩემი სამუშაო კალათბურთელებისთვის სწორი გზის მიცემაა, ზოგჯერ კი ამ გზიდან გადახვევაა. ვენდობი თუ არა ჩემს მოთამაშეებს? დიახ! რაც დღეს მოხდა, არ ვიცი როგორ გითხრათ.. ეს იმის შედეგი არ არის, რომ მე რაიმე განსაკუთრებული ტაქტიკა დავუხაზე. პარკეტზე ყველაფერი კალათბურთელებმა გააკეთეს. საბოლოო ჯამში, ყველა ბედნიერია და ეს არის მნიშვნელოვანი.“

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ 37 ქულა დააგროვა, რაც ოფიციალურ მატჩებში ნაკრების რეკორდია. ამ მატჩამდე რეკორდსმენები ზაზა ფაჩულია და მაიკლ დიქსონი იყვნენ, 36-36 ქულით. მის ანგარიშზე 10 მოხსნა და 2 პასიც გახლავთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, A ჯგუფში ესპანეთი 11 ქულით პირველზე გავიდა, უკრაინა - 10 ქულით მეორეზე, საქართველო 9 ქულით მესამეზე. სამივე ნაკრები შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, ხოლო დანია 6 ქულით შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მან მატჩის ბედი შეცვალა“ - ესპანეთის მწვრთნელი შენგელიაზე
“მან მატჩის ბედი შეცვალა“ - ესპანეთის მწვრთნელი შენგელიაზე