თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია
Aa
Aa

„ეს არის ჩვენი ჟინი და ხასიათი“ - რეკორდსმენი კაპიტნის კომენტარი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ყველაზე დაუჯერებელი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. „თბილისი არენას“ დარბაზში ქართველი კალათბურთელები ესპანელებთან რაღაც მომენტში 22-ქულიანი სხვაობითაც აგებდნენ, თუმცა საოცრად მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და მეტოქე ოვერტაიმში 91:89 დაამარცხეს. მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძლების კაპიტანი სიხარულის ემოციებს ვერ მალავდა.

თორნიკე შენგელია

ეს არის ჩვენი ხასიათი, რომელიც ჩვენში დევს და ეს არის საქართველოს ნაკრები დნმ-ი. მიუხედავად იმისა, რომ 22 ქულას ვაგებდით, არასოდეს დაგვიკარგავს რწმენა, ბოლომდე ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო.

უკრაინასთან დავმარცხდით და ასეთი რაღაცეები სპორტში ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორი ხასიათით და ჟინით გამოხვალ ასეთი წაგების შემდეგ მომდევნო მატჩზე საასპარეზოდ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ერთგული გულშემატკივრების წინაშე თამაშს და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო მთელი გუნდის სახელით და მიხარია, მათი ასე გახარება შევძელით.

ცნობისათვის, ამ შეხვედრაში თორნიკე შენგელია ერთ მატჩში დაგროვებული ქულების მიხედვით საქართველოს ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი გახდა - თოკომ 37 ქულას მოუყარა თავი და ზაზა ფაჩულიას (36) და მაიკლ დიქსონის (36) მიღწევა გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გადაწყვიტა ლეიკერსმა სანდროს გაფორმება | რას წერენ ცნობილი გამოცემები
რატომ გადაწყვიტა ლეიკერსმა სანდროს გაფორმება | რას წერენ ცნობილი გამოცემები