თორნიკე შენგელია, მარკის რიდი
Aa
Aa

საოცრად დრამატული გამარჯვება ესპანეთთან | შენგელიას ფანტასტიკური თამაში

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შინ ესპანეთთან 21-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოვერტაიმში 91:89 მოვიგეთ.

პირველი პერიოდი ესპანეთის დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, 18 ქულით დავმარცხდით - 14:32. მეორე პერიოდში თამაში გამოვასწორეთ, 24:20 მოვიგეთ, მესამე პერიოდი ფრედ 19:19 დასრულდა, მეოთხე პერიოდი 26:12 მოვიგეთ. მეოთხე პერიოდში ჯიკიჩის გუნდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, თამაში შემოატრიალა და დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მატჩის ძირითადი დრო ფრედ 83:83 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 91:89 გაიმარჯვა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო, მის აქტივში 37 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასია. მარკის რიდიც შესანიშნავი იყო, საქართველოს ნაკრებს 30 ქულით, 3 მოხსნითა და 7 პასით დაეხმარა. 

თორნიკე შენგელიამ 37 ქულა დააგროვა, რაც ოფიციალურ მატჩებში ნაკრების რეკორდია. ამ მატჩამდე რეკორდსმენები ზაზა ფაჩულია და მაიკლ დიქსონი იყვნენ, 36-36 ქულით.

კახაბერ ჯინჭარაძე -  6 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი (წუთი: 16:12)

დუდა სანაძე - 5 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი (წუთი: 32:18)

გოგა ბითაძე - 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი (წუთი: 24:11)

გიორგი ტურძილაძე - 4 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი (წუთი: 20:49)

ალექს მერკვილაძე - 3 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი (წუთი: 29:59)

რატი ანდრონიკაშვილი - 2 პასი (წუთი: 6:16)

გიორგი ოჩხიკიძე - 1 მოხსნა (წუთი: 09:05 წუთი)

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, A ჯგუფში ესპანეთი 11 ქულით პირველზე გავიდა, უკრაინა - 10 ქულით მეორეზე, საქართველო 9 ქულით მესამეზე. სამივე ნაკრები შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, ხოლო დანია 6 ქულით შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები