გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

Daily Mail ალისონზე წერს | როდის დაბრუნდება ბრაზილიელი მეკარე

„ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს გამართავს და „ენფილდზე“ „ნოტინგემ ფორესტს“ დაუპირისპირდება. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ აღნიშნულ მატჩში „წითლების“ კარი ალისონ ბეკერმა დაიცვას.

ბრაზილიელ მეკარეს ტრავმა აწუხებდა და მის არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი თამაშობდა. Daily Mail-ის ცნობით, ალისონი თავს კარგად გრძნობს და იმედი აქვს, რომ შონ დაიჩის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ალისონის არყოფნაში მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის ეგიდით ხუთი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სამი მატჩის ჩატარება მოასწრო. გიორგიმ ინგლისის ჩემპიონატში 10 გოლი გაუშვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კარი მშრალად ერთხელ შეინახა. პრემიერ ლიგაში გოლი „ასტონ ვილამ“ ვერ გაუტანა.

ცნობისთვის, 11 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. მერსისაიდელები ლიდერ „არსენალს“ 8 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 1 ქულა აშორებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„P4P რეიტინგში პირველი უნდა იყოს“ | უმარის მენეჯერმა მერაბზე ისაუბრა
„P4P რეიტინგში პირველი უნდა იყოს“ | უმარის მენეჯერმა მერაბზე ისაუბრა