AS: იამალი თავს კონფლიქტში ჩათრეულად გრძნობს
ბოლო 2-3 თვეა ესპანეთის ნაკრებსა და „ბარსელონას“ შორის ურთიერთობა არც თუ ისე სახარბიელოა, რისი მიზეზიც ლამინ იამალი გახლავთ.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, იამალს „ფურია როხას“ მაისურით აღარ უთამაშია. ამის მიზეზი მცირე ტრავმებია, რასაც კატალონიელები ნაკრებს აბრალებენ. კლუბში თვლიან, რომ ლამინს შესაბამისად არ გაუფრთხილდნენ.
თავად იამალს ზედმეტი ხმაური და დაძაბულობა არ სურს და ყველაფრის დროულად მოგვარების გზას ირჩევს.
ესპანური As-ის ინფორმაციით, იამალმა გამოთქვა სურვილი, ითამაშოს 2026 წლის ფინალისიმაში და იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის „ბარსელონასა“ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთობები აღდგება.
„ლამინი თავს კონფლიქტში ჩათრეულად გრძნობს, რაზეც ის პასუხისმგებელი არ არის. მას სურს, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და მაქსიმალურად კარგად ითამაშოს ამ ძალიან მნიშვნელოვან სეზონში, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რის წინაშეც ბარსელონაში და შემდგომ მსოფლიო ჩემპიონატზე ელის,"
- იტყობინება წყარო.
შეგახსენებთ, რომ ყველაფერი თურქეთი-ესპანეთის მატჩის შემდეგ დაიწყო. იამალს ზურგის არეში ტკივილები ჰქონდა და „ბარსელონამ“ ესპანეთის ნაკრებს ურჩია ლამინი არ დაეტვირთათ. საბოლოოდ, ის გამაყუჩებლების გაკეთების შემდეგ მაინც ათამაშეს, რასაც ტრავმის გამიზეზება მოჰყვა.