კილიან მბაპე, ჟერომ როთენი
Aa
Aa

როთენი: ნაკრებში გუნდელებს მბაპეს პრივილეგიების ყურება მობეზრდათ

მბაპე საფრანგეთის ნაკრებს აზერბაიჯანთან მატჩში არ დაეხმარება. კილიანი დაისვენებს და მადრიდში დაბრუნება.

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და წარსულში „მონაკოსა“ პსჟ-ს ნახევარმცველი, ჟერომ როთენი თვლის, რომ ეს ყველაფერი საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულოსთვის ცუდია, რადგან ფეხბურთელებს მბაპეს პრივილეგირებულობის ყურება მობეზრდათ.

„უკრაინასთან მატჩის 80-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო, ვფიქრობდით, რომელი ფეხბურთელი მოიგონებდა ტრავმას, რომ ბაქოში არ წასულიყო. მბაპე ნაკრების კაპიტანია. მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. მაგრამ მის გვერდით თანაგუნდელებიც არიან! გგონიათ, ყველა თანაგუნდელი, ვინც ბაქოში მიდის და ვინც სეზონის განმავლობაში მბაპეზე მეტს ან იმდენივეს თამაშობს, არ არის დაღლილი და უნდა ამ უაზრო მატჩის თამაში? არა. მაგრამ ისინი მიდიან, რადგან იძულებულნი არიან.

როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებ, ამან შეიძლება პრობლემები შექმნას გასახდელში და დარწმუნებული ვარ, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ეს პრივილეგირებული დამოკიდებულება უკვე მობეზრდათ,"

- განაცხადა როთენმა MC Sport-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები