ტიბო კურტუა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

„კურტუას ტერ შტეგენი ამჯობინეს“ - ბარსას დირექტორის განცხადება

რამდენიმე წლის წინ თუ შეიძლებოდა კამათი იმის თაობაზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უფრო მაღალი დონის მეკარე იყო, თუ ტიბო კურტუა, გერმანელის ბოლოდროინდელი რეგრესისა და ბელგიელის პროგრესის პირობებში, ამჟამად ამაზე დავა გამორიცხულია. ყველა აღნიშნავს, რომ ტიბოს „რეალის“ თითოეულ მოგებულ შეხვედრაში თავისი ფანტასტიური სეივებით უდიდესი წვლილი მიუძღვის და უმრავლესობა მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარედაც ასახელებს. როგორც ჩანს ასეთივე აზრზეა „ბარსელონას“ ყოფილი სპორტული დირექტორი ხავიერ ბორდასი, რომელმაც ასეთი ისტორია გაიხსენა:

„დაახლოებით 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ, როდესაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორად ვმუშაობდი, გული რამდენჯერმე დამწყდა, რადგან უამრავი ტრანსფერი, რომლის გაჩარხვაც მინდოდა, ვერ განვახორციელე. პირველ რიგში მეკარის ამბები მახსენდება - კლუბის ხელმძღვანელებს ათასჯერ მაინც ვუთხარი „ატლეტიკოდან“ ტიბო კურტუას შეძენაზე ზრუნვა დაგვეწყო, მაგრამ მაშინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი თვლიდა, რომ მასზე უკეთესები კლაუდიო ბრავო და მარკ ანდრე ტერ შტეგენი იყვნენ“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტიბო კურტუამ განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება „ლივერპულთან“ (0:1) მატჩში დატოვა, სადაც მართალია სამეფო კლუბი დამარცხდა, მაგრამ რომ არა ბელგიელი, გაცილებით უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
IFFHS-ის ჯილდო - მამარდაშვილი ნომინანტებს შორის მოხვდა
IFFHS-ის ჯილდო - მამარდაშვილი ნომინანტებს შორის მოხვდა