ტიბო კურტუა, ფედერიკო ვალვერდე
Aa
Aa

რეალმა 2 მოთამაშე დაკარგა - კურტუასა და ვალვერდეს ტრავმა აქვთ

ტიბო კურტუამ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.

როგორც სამეფო გუნდის პრესსამსახური იუწყება, „რეალის“ მეკარე, მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება დაუდგინდა.

ჟურნალისტ მელჩორ რუისის ცნობით, კურტუას აღდგენას 15 დღემდე დასჭირდება. გოლკიპერი გამოტოვებს ბელგიის ნაკრების მატჩებს ყაზახეთისა და ლიხტენშტეინის წინააღმდეგ და, სავარაუდოდ, მზად იქნება ლა ლიგის მატჩისთვის „ელჩეს“ წინააღმდეგ, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართება.

ტრავმა აქვს აგრეთვე ფედერიკო ვალვერდეს, რომელმაც მარჯვენა ფეხის კუნთი ასევე „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში დაიზიანა.

El Partidazo de COPE-ს მონაცემებით, ურუგვაელის აღდგენას 1-2 კვირა დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლით თავისი თამაში გადაარჩინა“ - ფრანგული მედიის შეფასება
„გოლით თავისი თამაში გადაარჩინა“ - ფრანგული მედიის შეფასება