„UFC-ში ყველაზე ძლიერად ილია ურტყამს“ | დენა უაითის პასუხები
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა Bleacher Report-ს ინტერვიუ მისცა და ბლიც შეკითხვებს უპასუხა. უაითმა ილია თოფურიაც ახსენა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის, ყველაზე ძლიერი დარტყმა „ელ მატადორს“ აქვს.
საუკეთესო მებრძოლი, რომელიც ჩემპიონი არასდროს გამხდარა?
უაითი: „ალბათ დონალდ სერონი.“
ვინ მოიგებს ქუჩურ ჩხუბში: ჯონ ჯონსი თუ ფრენსის ნგანუ?
უაითი: „ჯონ ჯონსი. ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია და ვფიქრობ, ქუჩურ ჩხუბში უფრო საშიშია.“
რომელი წონითი დივიზიონია ყველაზე აღმაფრთოვანებელი?
„მსუბუქი წონითი დივიზიონი ყოველთვის საუკეთესოა. ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონით დივიზიონში ავიდა და ტიტულისთვის იბრძვის, ილია თოფურია კი მოქმედი ჩემპიონია. მათ გარდა კიდევ არიან საინტერესო მებრძოლები.“
ვის აქვს ყველაზე ძლიერი დარტყმა მუშტით?
„ილია თოფურიას.“
ვინ არის ყველაზე დაუფასებელი მებრძოლი/
„მაიკლ ბისპინგი. მას სათანადოდ არ აფასებენ. თვალი დაკარგა და მოიტყუა, რათა ჩხუბი არ შეეწყვიტა. მაიკლ ბისპინგი ძალიან მაგარი ბიჭია.“
ერთი მებრძოლი, რომელმაც UFC სამუდამოდ შეცვალა?
„კონორ მაკგრეგორი.“
ცნობისთვის, უაითი UFC 322-ისთვის ემზადება, რომელიც რამდენიმე საათში ნიუ იორკში გაიმართება. მისი მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას საჩემპიონო ორთაბრძოლაა.