გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 10 ქულა - ტენერიფემ 2025 წელი გრანადასთან გამარჯვებით დაასრულა

გიორგი შერმადინმა და ტენერიფემ 2025 წელი გრანადასთან გამარჯვებით 80:75 დაასრულეს.

ქართველ კალათბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა. შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი და 19 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში მან 10 ქულას, 6 მოხსნას და ერთ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

გიორგიმ მატჩის მიმდინარეობისას 5-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 4 ჩააგდო. 6 საჯარიმო ტყორცნიდან 2 გამოიყენა.

6 მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, ორი მეტოქის. ჯამში კი მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

ლაგუნა ტენერიფე 2026 წელს ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-4 ადგილზე ხვდება. შემდეგ ტურში შერმადინის გუნდი ბადალონას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია“ - ინტერვიუ კოტე ტუღუშთან
„საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია“ - ინტერვიუ კოტე ტუღუშთან