მეორე ადგილი და ორი მოგება - კალათბურთელები სოლიდარობის თასზე
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კანდიდატთა ნაკრები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩინეთში, ჰაინანის პროვინციის ქალაქ ჰაიკოუშში იმყოფებოდა, სადაც სოლიდარობის თასზე იასპარეზა, სამი მატჩიდან ორი მოიგო და საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. კანდიდატთა გუნდის ღირსებას ის კალათბურთელები იცავდნენ, რომლებიც ალექსანდარ ჯიკიჩის გაფართოებულ განაცხადში გამუდმებით ხვდებიან, თუმცა თამაშის საშუალება იშვიათად ეძლევათ.
დღეს, ტურნირის უკანასკნელ დღეს ჯიკიჩის ასისტენტის მარკო ესპოზიტოს ხელმძღვანელობით საქართველოს კანდიდატთა გუნდმა მონტენეგროს ნაკრები 69:63 დაამარცხა, მასპინძელი ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და მონტენეგროელების გარდა, კამერუნელებს აჯობა. 10-ქულიან ზღვარს ქართველი კალათბურთელებიდან ორი, ლევან გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გადასცდა, რომელთა ანგარიშზეც 12 და 11 ქულაა.
ცნობისათვის, საქართველოს კანდიდატთა გუნდმა ამ მატჩამდე კიდევ ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. პირველ ტურში მონტენეგროელები 76:63 დაამარცხა, მეორეში კი მასპინძელ ჩინეთთან 63-74 წააგო.