დავით ყიფიანის სახელობის თასი
Aa
Aa

გაგრამ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო - თასზე 1/8 ფინალური ეტაპის ყველა წყვილი გაირკვა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/16 ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „გაგრა“ სტუმრად „სამცხეს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა 49-ე წუთზე ფეიქრიშვილის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. 86-ე წუთზე ბაღიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საპასუხო შეტევასი „გაგრამ“ მეორე გოლის გატანა შეძლო. თავი გოშთელიანმა გამოიჩინა და თავის გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა.

ამრიგად, ყველა მერვედფინალური ეტაპის წყვილი გარკვეულია. მომდევნო ეტაპის თამაშები 1-2 აგვისტოს გაიმართება და ერთმანეთს შემდეგი გუნდები შეხვდებიან:

1 აგვისტო

სამტრედია - იბერია 1999

რუსთავი - სპაერი

ტორპედო - ოდიში 1919

სამგურალი - მეშახტე

2 აგვისტო

გურია - არაგვი

გარეჯი - გაგრა

გორი - დილა

დინამო ბათუმი - თელავი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს თასი | ფავორიტებიდან დინამო დამარცხდა, დანარჩენებმა რთულად მოიგეს
საქართველოს თასი | ფავორიტებიდან დინამო დამარცხდა, დანარჩენებმა რთულად მოიგეს