ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პსჟ-მ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო - გუნდთან ერთად ხვიჩამაც ივარჯიშა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა დღეს საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ლუის ენრიკეს განკარგულებაში 16 ფეხბურთელი იყო, მათ შორის საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც.

მეკარეები - ლუკას შევალიე, მატვეი საფონოვი, ალესანდრო ლონგონი.

მცველები - დევიდ ბოლი, ილია ზაბარნი, დიმიტრი ლუჩეა, ვილიან პაჩო.

ნახევარმცველები - ხალილ აიარი, სენი მაიულუ, დრო ფერნანდესი, რაიან აბო ელ ნაი, ლუკას ბერალდო.

თავდამსხმელები - ადამ აიარი, ხვიჩა კვარაცხელია, იბრაჰიმ მბაიე, კვენტინ ნჯანტუ.

რამდენიმე დღის განმავლობაში პსჟ ამ შემადგენლობით გააგრძელებს ვარჯიშს და აგვისტოს დასაწყისში გუნდს მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელებიც შეუერთდებიან.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „პარი სენ-ჟერმენი“ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართვს - 5 აგვისტოს, „მალიორკასთან“ და 8 აგვისტოს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. 12 აგვისტოს ლუის ენრიკეს გუნდი უეფას სუპერთასის მატჩში „ასტონ ვილას“ შეხვდება, 16 აგვისტოს კი საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსის“ წინააღმდეგ ითამაშებს. საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონი 23 აგვისტოს, „რენისთან“ მატჩით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას 1 მოგერიება სანდერლენდთან - ლივერპულმა ამხანაგური მატჩი მოიგო
მამარდას 1 მოგერიება სანდერლენდთან - ლივერპულმა ამხანაგური მატჩი მოიგო