ანდრეა პირლო, პაოლო მალდინი
Aa
Aa

თავად დაადასტურა | იტალიის ნაკრებში პირლოს დანიშვნა გამოირიცხა

ანდრეა პირლომ დაადასტურა, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე არ დაინიშნება. ლეგენდარული ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო, „სკუადრა აძურა“ ჩაებარებინა, თუმცა ბოლო საათებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

„გუშინ საღამოს გავიგე, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი აღარ ვარ“, — განაცხადა პირლომ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ე.წ. „სთორიში“.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, პირლოს კანდიდატურის გამორიცხვის შემდეგ ორი ვარიანტი განიხილება: ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი ორივე სპეციალისტის წინააღმდეგია და, უფრო მეტიც, შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში პოსტი დატოვოს.

მალდინი ტექნიკური დირექტორი ივნისში გახდა, თუმცა არის ვარაუდი, რომ წასვლის განცხადებას დაწერს. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი თვლის, რომ თავისი საქმის შესრულების საშუალებას არ აძლევენ და ზღუდავენ, რადგან პირლო მისი ფავორიტი იყო. მალდინისთან ერთად, სავარაუდოდ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ლეონარდოც დატოვებს, რომელიც მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს.

ცნობისთვის, პირლო რუსული გემბლინგ-კომპანიის გლობალური ელჩი გახლავთ და მოსკოვში ზუსტად იმ დღეს იყო ჩასული, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მძიმე იერიშები განახორციელა. ამის გამო რამდენიმე იტალიელმა პოლიტიკოსმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ჯოვანი მალაგოს მიმართა და მოითხოვა, პირლოს ნაკრები არ ჩაებარებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პროგრესი მოლაპარაკებებში | ქოჩორაშვილი სპორტინგიდან მიდის
პროგრესი მოლაპარაკებებში | ქოჩორაშვილი სპორტინგიდან მიდის