სკანდალი პირლოს გამო - მალდინი და ლეონარდო გადადგნენ
იტალიურ ფეხბურთში რომ ძალიან არეული სიტუაციაა, ეს დღიდან დღემდე სულ უფრო ნათლად დასტურდება. კალჩოს გულშემატკივრებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად ლეგენდარული პაოლო მალდინის დანიშვნა უკეთესობისკენ შემობრუნების ნიშანი იქნებოდა, თუმცა დანიშვნიდან ზუსტად 16 დღეში „მილანის“ ყოფილმა კაპიტანმა თანამდებობა დატოვა და იგივე გააკეთა მისმა მრჩეველმა ლეონარდომაც, რაც სრულიად ბუნებრივი გახლდათ.
რა გახდა მალდინი-ლეონარდოს დუეტის უთანხმოების მიზეზი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჯოვანი მალაგოსთან? „სკუადრა აძურას“ მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნის საკითხი. პაოლო და ლეო ანდრეას მიწვევას სრული სერიოზულობით განიხილავდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ერთ-ერთ რუსულ საბუკმეიკერო კომპანიასთან თანამშრომლობდა, მალაგომ მასთან საქმის დაჭერაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ყოველივე ეს შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა მალდინისთვის, რომელმაც პრეზიდენტს უსაყვედურა იმის გამო, რომ პირლოს კანდიდატურა არასაფეხბურთო მიზეზებით დაბლოკა, პროტესტის ფორმად კი პოსტის დატოვება აირჩია.
ცნობისათვის, წამყვანი იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მალდინისა და ლეონარდოს წასვლის შემდეგ, მათი ქვეყნის ეროვნული გუნდის ჩაბარების ყველაზე კარგი შანსი ამჟამად რობერტო მანჩინის აქვს, რომლის ხელმძღვანელობითაც „სკუადრა აძურა“ ევრო 2020-ის ჩემპიონი გახდა.