„ფულს მხოლოდ მისი თამაშის სანახავად გადავიხდი“ - მაკგრეიდი იოკიჩზე
ყოფილი კალათბურთელი, ამჟამად კი ტელეექსპერტი ტრეისი მაკგრეიდი „დენვერ ნაგეთსის“ ლიდერის, ნიკოლა იოკიჩის ტრავმას გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხარო ამბავია, იოკიჩი ჩემი ფავორიტი კალათბურთელია. თუ ფულის გადახდას მთხოვენ, მხოლოდ მისი თამაშის სანახავად გადავიხდიდი.
„დენვერისთვის“ ეს მძიმე დარტყმაა. ძირითადი შემადგენლობის მესამე კალათბურთელი გამოაკლდათ, რომელიც MVP-ის ჯილდოს მთავარი პრეტენდენტია. მთელი ყურადღება ჯამალ მიურეიზე იქნება და მას მეტის გაკეთება მოუწევს იმისათვის, რომ „დენვერმა“ დასავლეთ კონფერენციაში პოზიციები არ გაიუარესოს. არ გამოვრიცხავ, რომ „ნაგეთსი“ 4-5 პოზიციით დაქვეითდეს.
თუმცა, მეორე მხრივ, ეს კარგი შანსია სხვა კალათბურთელებისთვის. მათ შეუძლიათ, მეტი ითამაშონ და საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი იონას ვალანჩუნასის ტრანსფერი. ის მთელი კარიერის განმავლობაში ძირითადში თამაშობდა და ახლა შეუძლია, სარგებელი მოუტანოს გუნდს. იოკიჩი უდიდესი ძალაა, მაგრამ მიურეისა და ვალანჩუნასის დახმარებით „დენვერი“ ამას ასე თუ ისე გაუმკლავდება“.
ცნობისთვის, იოკიჩმა ტრავმა 30 დეკემბერს „მაიამისთან“ მატჩში მიიღო. სერბ კალათბურთელს მარცხენა მუხლის იოგების დაჭიმულობა დაუდგინდა და ის დაახლოებით 4 კვირა იუქმებს.
აქვე გეტყვით, რომ ამ სეზონში იოკიჩი საშუალოდ 29.6 ქულას, 12.2 მოხსნასა და 11 შედეგიან გადაცემას აგროვებს.