ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

„თამაშის გაუმჯობესებაში დამეხმარა“ - იოკიჩის წარმატების რეცეპტი

„დენვერი“ – „მინესოტას“ მატჩის შემდეგ, რომელშიც „ნაგეტსმა“ ოვერტაიმში 142:138 გაიმარჯვა, ყველა ნიკოლა იოკიჩის ფენომენალურ ასპარეზობაზე საუბრობს. „ნაგეტსის“ 30 წლის სერბმა ლეგიონერმა 43 წუთში თავი 56 ქულას, 16 მოხსნას, 15 ასისტსა და 2 დაფარებას მოუყარა, ხოლო მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს საკუთარი წარმატების საიდუმლო გაანდო.

ნიკოლა იოკიჩი

არ ვიცი, ვინ თვლის, რომ „დენვერისთვის“ „მინესოტასთან“ შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არასოდეს ვანიჭებდი არც ერთ მატჩს პრინციპულ მნიშვნელობას - ჩემთვის მოგება ყოველთვის აუცილებელია. „დენვერი“ არის გუნდი, რომელიც არასოდეს ეცემა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტრავმირებულის ფონზე, მოკლე შემადგენლობით 53 წუთის თამაში მოგვიწია, მაინც გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება ჩემს თამაშში დადებით ცვლილებებს, პროგრესი იცით რამ გამოიწვია? გადავწყვიტე არბიტრებთან ლაპარაკში დრო აღარ დავკარგო და მატჩების დროს მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო.

ცნობისათვის, 56-დან 18 ქულა ნიკოლა იოკიჩმა ოვერტაიმში დააგროვა, რითაც 2016 წელს სტეფ კარის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა - მაშინ „გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა დამატებით დროში 16 ქულას მოუყარა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პლეიოფის სერიას ჰგავდა“ - ვემბანიამა ოკლაჰომასთან მესამე მოგებაზე
„პლეიოფის სერიას ჰგავდა“ - ვემბანიამა ოკლაჰომასთან მესამე მოგებაზე