ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ილია ქამარს არ დაკარგავს, მერაბი ტიტულს ვერ დაიბრუნებს | ვინ იქნება UFC-ის ჩემპიონი 2026 წლის ბოლოს

ESPN-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა. ავტორმა დაასახელა მებრძოლები, რომლებიც 2026 წელს, საჩემპიონო ქამრით დაასრულებენ და მათ შორის ილია თოფურიაც მოხვდა.

„ილია თოფურია მსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდა და სურვილი გამოთქვა, ისლამ მახაჩევს ქვესაშუალო წონის ტიტულისთვის ეჩხუბოს, თუმცა არ გვგონია, ეს 2026 წელს მოხდეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ელ მატადორი ოჯახური პრობლემების გამო MMA-ს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.

თუ თოფურია ოქტაგონში დაბრუნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მის ნაკლებად ფოკუსირებულ და მომზადებულ ვერსიას ვიხილავთ. მიუხედავად ამისა, არ გვგონია, რეგრესი დაეწყოს ჩემპიონს, რომელიც ოქტაგონში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მისი განადგურება შეუძლებელია“, - წერს ESPN.

რაც შეეხება სხვა წონით დივიზიონებს, პლატფორმა ვარაუდობს, რომ სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში 2026 წლის ბოლოს ჩემპიონი უმარ ნურმაგომედოვი იქნება და არა მერაბ დვალიშვილი.

უმსუბუქესი - ალეშანდრე პანტოჟა

ქვემსუბუქი - ალექსანდრ ვოლკანოვსკი

ქვესაშუალო - ისლამ მახაჩევი

საშუალო - ხამზატ ჩიმაევი

ქვემძიმე - ირჟი პროხაზკა

მძიმე - ტომ ასპინალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები | რომელ ადგილზეა რეიტინგში მამარდა
ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები | რომელ ადგილზეა რეიტინგში მამარდა