ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები | რომელ ადგილზეა რეიტინგში მამარდა
Transfermarkt-ის მიერ გამოქვეყნებული განახლებული საბაზრო ღირებულებების მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაში საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მე-11 ადგილზეა.
ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ამ დროისთვის ჯანლუიჯი დონარუმაა. Transfermarkt-ის შეფასებით, „მანჩესტერ სიტის“ იტალიელი მეკარის ფასი გაიზარდა და ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.
მეორე და მესამე ადგილებზე 40-40 მილიონ ევროდ შეფასებული დიოგუ კოშტაა („პორტუ“) და გრეგორ კობელი („დორტმუნდი“). ოთხი მეკარე 35-35 მილიონ ევროდაა შეფასებული: ბარტ ვერბრუგენი („ბრაიტონი), ლუკა შევალიე („პარი სენ-ჟერმენი“), მილე სვილარი („რომა“) და დავიდ რაია („არსენალი“).
მერვე პოზიციაზეა „ბარსელონას“ ახალწვეული ჟოან გარსია (30 მლნ ევრო), მეცხრეზე კი „ტოტენჰემის“ იტალიელი მეკარე გულიელო ვიკარიო (30 მლნ ევრო).
10-13 პოზიციებზე მყოფი მეკარეები 28-28 მილიონ ევროდ არიან შეფასებულები. მათ რიცხვში, გიორგი მამარდაშვილთან ერთად არიან ანატოლი ტრუბინი („ბენფიკა“), ჯორჯე პეტროვიჩი („ბორნმუთი“) და დინ ჰენდერსონი („კრისტალ პალასი“).
ცნობისთვის, ევრო 2024-ის შემდეგ მამარდაშვილის ღირებულება 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა, თუმცა „ლივერპულში“ ტრანსფერის შემდეგ ეს მაჩვენებელი €28 მილიონამდე შემცირდა.