ტორინო, უდინეზე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ტორინოს დაცვის გაძლიერება სურს | სამი კანდიდატიდან ერთი გოგლიჩიძეა

„ტორინო“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად „უდინეზეს“ ქართველ მცველს, საბა გოგლიჩიძეს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Torino Cronaca იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, პრიორიტეტი დაცვის გაძლიერებაა და მარკო ბარონისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი „ნაპოლის“ მცველი ლუკა მარიანუჩია. მისი ალტერნატივები კი საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“) და დანიელე გილარდი („რომა“) არიან.

„იანვარში ფეხბურთელის დამატება ყოველთვის ძალიან რთულია, და ამიტომ ყველა კლუბი ცდილობს, შეცდომებისგან მაქსიმალურად დაიზღვიოს თავი“, - ამბობს კლუბის სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაკი.

როგორც იცით, საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში თავი ჯერ ვერ დაიმკვიდრა. ახალგაზრდა ქართველი მცველის ანგარიშზეა 7 მატჩი სერია ა-ში და 1 იტალიის თასზე. Transfermarkt-ის შეფასებით, გოგლიჩიძის საბაზრო ღირებულება 4,5 მილიონი ევროა.

რაც შეეხება „ტორინოს“, რამდენიმე კვირის წინ მის განაცხადში დაბრუნდა კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა საზონოვი, რომელიც სხვა კლუბში გადასვლასთანაა ახლოს. საზონოვის გადაბირება ზაფხულში „ხეტაფეს“ სურდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კლუბებმა ამ შეთანხმების გაფორმება ვერ მოასწრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაბატაძეს კონკურენტი ნიუკასლიდან მოუყვანეს | ინფორმაციას რომანო ავრცელებს
ტაბატაძეს კონკურენტი ნიუკასლიდან მოუყვანეს | ინფორმაციას რომანო ავრცელებს