გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა“ | საფეხბურთო ანალიტიკოსი ჩაკვეზე

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის 24-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ნორვიჩს“ დაუპირისპირდა. „კრაზანებმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და 1:0 იმარჯვეს, „ჩაკვემ“ კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი საფეხბურთო ანალიტიკოსი ედვარდ სტრატმენი ქართველი ფეხბურთელის თამაშს გამოეხმაურა. სტრატმენმა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და „უოტფორდის“ ნახევარმცველი შეაქო.

„ნორვიჩთან მატჩში „უოტფორდის“ ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, თავისი მაღალი კლასი არაერთხელ აჩვენა. ხარისხიანი მოძრაობებით, პასებითა და დრიბლინგებით ის რეგულარულად ქმნიდა მომენტებს და შეტევებს აცოცხლებდა. ის ისეთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის ყურებაც სასიამოვნოა“, — წერს სტრატმენი.

ცნობისთვის, „ნორვიჩთან“ მატჩში ჩაკვეტაძის სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 42 შეხება, 29-დან 27 ზუსტი პასი (93%), 4-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 1 საკვანძო პასი, კარისკენ 1 არაზუსტი დარტყმა, 6-დან 3 მოგებული პოზიციური დუელი, SofaScore-ის შეფასება — 6.8.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი ბითაძის წინააღმდეგ | ორლანდო 21 ქულით იგებდა, მაგრამ წააგო
მამუკელაშვილი ბითაძის წინააღმდეგ | ორლანდო 21 ქულით იგებდა, მაგრამ წააგო