ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ყველაფერს აკეთებენ, რომ ილიას მალე შეახვედრონ“ - როკჰოლდმა UFC გააკრიტიკა

პედი პიმბლეტი UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე მედიური ფიგურაა. თუმცა, მისი სპორტული კარიერა კოლეგებს შორის ერთსულოვნებას ვერ იწვევს. მართალია, ის დაუპირისპირდა (და დაამარცხა) ისეთ ცნობილ მებრძოლებს, როგორებიც არიან ტონი ფერგიუსონი ან მაიკლ ჩენდლერი, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს მეტოქეები თავიანთი საუკეთესო ფორმისგან შორს იყვნენ. უფრო მეტიც, ორივე მათგანი ღრმა დაღმავლობის პერიოდს გადიოდა.

ისეთმა მებრძოლებმა, როგორიცაა მახაჩევი, უკვე აღნიშნეს, რომ ბრიტანელს საკმარისი არ გაუკეთებია მსუბუქი წონის ქამრისთვის საბრძოლველად. მათ ახლახან შეუერთდა საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ლუკ როკჰოლდი, რომელიც უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ პიმბლეტი UFC-ის მხრიდან პრივილეგირებული დამოკიდებულებით სარგებლობს.

რას ამბობს როკჰოლდი:

„ვფიქრობ, UFC ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პედი ილია თოფურიას შეახვედრონ და ტიტულის მოგების შანსი ჰქონდეს. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, რომ პედის საუკეთესო დაპირისპირებები შეურჩიონ და დიდი ბრიტანეთის სიყვარული დაიბრუნონ. ასე რომ, არ ვიცრ, რა იქნება, მაგრამ ის ჩემი ფავორიტი ნამდვილად არ არის.“

პედი პიმბლეტს 23-3 რეკორდი აქვს და დანა უაითის კომპანიაში დაუმარცხებელი რჩება. ლივერპულელი რამდენიმე კვირაში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და ფსონზე მსუბუქი წონის დროებითი ქამარი იქნება. შესაბამისად, გამარჯვებული ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე გახდება. UFC 324 25 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა სჭირს? იქნებ გალიაში გავარკვიოთ ყველაფერი“ - ისლამმა ილიას უპასუხა
„რა სჭირს? იქნებ გალიაში გავარკვიოთ ყველაფერი“ - ისლამმა ილიას უპასუხა