ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„რა სჭირს? იქნებ გალიაში გავარკვიოთ ყველაფერი“ - ისლამმა ილიას უპასუხა

რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან კიდევ ერთხელ გამოთქვა ისლამ მახაჩევთან დაპირისპირების სურვილი და მათი ბრძოლის გამართვის შემთხვევაში პირობა კიდევ ერთხელ დადო, რომ ისლამს ხაბიბ ნურმაგომედოვის თვალწინ საბმიშენით დაამარცხებს და თუ საქმეში ხაბიბი ჩაერევა, მასაც სათანადოდ გაუსწორდება. „ელ მატადორის“ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება მახაჩევს სთხოვეს და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, კომენტარი საკმაოდ თავშეკავებული გამოუვიდა.

ისლამ მახაჩევი

„კი, მოვისმინე თოფურიას განცხადება და რა სჭირს? ჩვენს მიმართ აშკარა სიძულვილი აქვს, მაგრამ მგონი ყველაფერს გადავწყვეტთ, როცა შევხვდებით, ან იქნებ მომავალში გალიაში გადავწყვიტოთ. ამჟამად პაუზა აქვს აღებული და რაღაცით უკმაყოფილოა და გავარკვევთ, რით არის უკმაყოფილო.

არადა, ამ დროს მისი მისამართით ჩვენი გუნდიდან უარყოფითი განცხადება არავის გაუკეთებია. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს ტაგირ ულანბეკოვმა როდესაც თქვა ილიაზე რაღაც და მანაც ეს იმიტომ გააკეთა, რომ ნაწყენი იყო. ზუსტად არ ვიცი კატარში რა მოხდა, თუმცა ვიცი რომ წონის კლების დროს, როდესაც ტაგირი ძლივს დადიოდა, თოფურია შეხვდა და მათ შორის რაღაც მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ როგორც ილია თოფურია, ასევე ისლამ მახაჩევი UFC-ში ორი წონის ჩემპიონები არიან - ბოლო ბრძოლაში „ელ მატადორმა“ ჩარლზ ოლივეირას აჯობა, ხოლო დაღესტნელმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: წელიწადში მე-4 დაცვა, მერაბი გადატვირთული იყო, იანმა შანსი გამოიყენა
მახაჩევი: წელიწადში მე-4 დაცვა, მერაბი გადატვირთული იყო, იანმა შანსი გამოიყენა