„პრობლემა არ არის“ - მახაჩევმა შესაძლო მომდევნო მეტოქეებზე ისაუბრა
ქვესაშუალო წონაში UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა, განაცხადა, თუ როდის დაბრუნდება ოქტაგონზე და ვის ხედავს თავის შემდეგ მეტოქედ.
„იანვარში შემომთავაზეს, მაგრამ ეს შეუძლებელი თარიღია, რადგან სამი თვე ბანაკში ვიყავი და დეკემბერში დამირეკეს: „იანვარში იჩხუბებო?“ ვუთხარი, რომ იანვარში ნამდვილად არ ვიჩხუბებდი. სახელი არ უთქვამთ, მაგრამ ვფიქრობ, მაიკლ მორალესზე იყო საუბარი. ეს ჩემი ვარაუდია – ზუსტად არ ვიცი და არც მენეჯერმა იცის. რამადანის შემდეგ – აპრილი, მაისი, ივნისი, ნებისმიერი თარიღი. თუ „თეთრ სახლში“ ჩანიშვნას მოინდომებენ, დაველოდები. თუ არა – შეიძლება უფრო ადრეც ვიჩხუბო.
თუ შავკატი დაბრუნდება, არ მგონია, რომ ვინმემ მას ახლა საჩემპიონო ბრძოლა მისცეს, მაგრამ თუ მას დააყენებენ – საერთოდ არ არის პრობლემა. ქვესაშუალო წონაში ახლა ბევრი მებრძოლია, დივიზიონი შეიცვალა, ბევრი ახალი სახელი გამოჩნდა. მორალესი კარგი მეტოქე იქნებოდა, რადგან წაგების გარეშე ასპარეზობს. პრატესი ახლახან იენ გერისთან დამარცხდა. რაც შეეხება გერის – მან შავკატთან წააგო. მათ უკვე აქვთ წაგებების ისტორია. არჩევანზე თუ მიდგა საქმე – შეიძლება მაიკლ მორალესი ან კამარუ უსმანი, რომლებიც მოცემულ მომენტში კარგად მიდიან“,
– განაცხადა დაღესტნელმა მებრძოლმა არხ „უშატაიკასთან“ (Ушатайка) ინტერვიუში.
ამჟამად მაიკლ მორალესი და კამარუ უსმანი UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის რეიტინგში მეოთხე და მერვე ადგილებს იკავებენ.