შეგიძლია ტაქსის მძღოლი გააჩერო... | ლობანოვსკის ირონია დემეს ცნობილ აცილებაზე
კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა ვლადისლავ ვაშჩუკმა (1999-03, 2005-08) დენის ბოიკოს იუთუბ არხზე ვალერი ლობანოვსკის შესახებ ისაუბრა. ვაშჩუკმა დემეტრაძესთან დაკავშირებული ამბავი გაიხსენა, როცა ქართველმა ფორვარდმა მან. იუნაიტედთან 100-პროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა: „მაგალითად, როცა დემეტრაძემ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვერ გაუტანა, ლობანოვსკი მიდის და ეუბნება: „ჟორა, ახლა შეგიძლია ტაქსის მძღოლი გააჩერო და იმ პოზიციიდან, საიდანაც შენ ვერ გაიტანე, ის გაიტანს“ და წავიდა. აი ასე, „წაკბინა’’.
გიორგი დემეტრაძემ 2000 წელი კიევის „დინამოში’’ გაატარა, საერთო ჯამში 41 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის „ბაიერნს’’ შეუგდო და „ანდერლეხტთან’’ დუბლი შეასრულა. 2001 წლის დასაწყისში კარიერა ესპანურ „სოსიედადში’’ გააგრძელა.
ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი დემეტრაძემ „მან. იუნაიტედთან'' ახლო მანძილიდან ააცილა. ამ თემაზე ფეხბურთელმა გადაცემა „ტაიმაუტში'' ისაუბრა.
ვაშჩუკმა ლობანოვსკის ფორმაციის კიევის „დინამოზე’’ ისაუბრა, რომელიც ევროპის ტოპ კლუბებს ამარცხებდა.
„როცა გადაწყვეტილებას იღებდა, ჩაებარებინა თუ არა ნაკრები, 4-5 გამოცდილი ფეხბურთელი დაგვიბარა. ჩვენ თანახმანი ვიყავით, თუმცა არ ვიცოდით, რომ მაშინ ჯანმრთელობის მხრივ უჭირდა, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერდით, ჩვენ მზად ვიყავით. მან ასე შეგვაჩვია.
არ ყოფილა ისე, რომ მზად არ ვყოფილიყავით, ან რამე ეჭვები გვქონოდა. ის ეჭვებს აქრობდა, ჩვენ უნდა გვეთამაშა. თუ მეტოქედ ძლიერი გუნდი იყო, ის წინასწარ გვამზადებდა, მოსვლის პირველივე დღიდან ამბობდა: „ჩვენ ვითამაშებთ „ბარსელონასთან“, „იუვენტუსთან“, „მანჩესტერთან“, თქვენ არ უნდა უყუროთ, ისინი როგორ თამაშობენ, თქვენ თქვენი თამაში უნდა მოახვიოთ თავს“.
აი, როგორც „ბარსელონასთან“ გავედით: მათ ფეხბურთის თამაში უნდოდათ, აქ კიდევ „ბრახ“ და კიევის „დინამოა“. თავის თამაშს ვერ აჩვენებენ და უკვე 0:3-ია. ვიღაცამ ისიც თქვა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მოედანზე 14 კაცი გყავთო, სულ ვმოძრაობდით.
ლობანოვსკიმ იცოდა გამძლეობის მარაგის შექმნა, რასაც დღეს დიდი კლუბები აკეთებენ. დღეს უკვე საჭიროა გამძლეობის ორი მარაგი და ორი შემადგენლობა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თანამედროვე ფეხბურთი დღეს არის, როცა პირველლ ტაიმს ერთნი თამაშობენ, მე-2 ტაიმს – სხვები, თამაშები ყოველ მეორე დღესაა. რადგან ფიფა და უეფა ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიჭებმა საერთოდ არ დაისვენონ, დღეს ძალიან ბევრი ტრავმირებულია. როცა ნაკრები 2 დღის გამოტოვებით თამაშობს, ეს ძალიან რთულია.
– მაგრამ როცა თქვენ თამაშობდით, მგონი, თქვენთვის ცნება „რთულია“ არ არსებობდა?
– ჩვენ ერთი შემადგენლობით ვთამაშობდით. არ იყო ასეთი როტაცია და სხვა დანარჩენი. ერთი ან ორი ცვლილება კი, მაგრამ დიდი როტაცია საერთოდ არ ყოფილა.
შეგახსენებთ, დენის ბოიკო უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და კიევის „დინამოს'' ყოფილი მეკარეა, იუთუბზე საკუთარი არხი აქვს და მისი სტუმარი ვლადისლავ ვაშჩუკი იყო.