გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

ჰოფენჰაიმი მზადაა სოლიდური კონტრაქტი შესთავაზოს | წიტაიშვილის ახალი მსურველი

ფრანგული გამოცემის, Foot01-ის ინფორმაციით, „მეცის'' ქართველი შემტევის, გიორგი წიტაიშვილის მიმართ ინტერესი „ჰოფენჰაიმმაც’’ გამოხატა. გერმანულ კლუბს ქართველი შემტევის დამატება საკმაოდ სოლიდური შეთავაზებით სურს. ფეხბურთელის კონტრაქტი იგულისხმება, რადგან ზაფხულში წიტაიშვილს კიევის „დინამოსთან'' კონტრაქტი უმთავრდება, თავისუფალი აგენტი ხდება და „ჰოფენჰაიმს'' კლუბთან მოლაპარაკება არ მოუწევს.

Foot01:„ლიონისთვის“ ამოცანა მაინც რთული იქნება, მით უმეტეს, რომ ბოლო მატჩებში ქართველის გადასაბირებლად გერმანული კლუბებიც გამოჩნდნენ, „ჰოფენჰაიმს“ მისი დამატება საკმაოდ სოლიდური შეთავაზებით სურს. დიდი ინტერესია ფეხბურთელის მიმართ, რომელიც სრულიად უფასოდ, ნულ ევროდაა ხელმისაწვდომი''.

აღნიშნული გამოცემა „ლიონის'', „ლილისა'' და „ნაპოლის'' ინტერესზეც წერს: „კიევის „დინამოდან“ იჯარით მყოფი ფეხბურთელი უკრაინაში აღარ დაბრუნდება. მას კონტრაქტი ივნისში ეწურება და უკრაინის დედაქალაქის კლუბთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს. თუ მან თამაში ასეთი პროგრესით გააგრძელა, ხვიჩა კვარაცხელიას თანამემამულეს ზაფხულში ინტერესის ნაკლებობა ნამდვილად არ ექნება. საფრანგეთში მისი გადაბირებით „ლიონი“ და „ლილი“ დაინტერესდნენ, თუმცა „ნაპოლის'' სურს სამიზნეს შეახსენოს, რომ „ნაპოლი“ საუკეთესო შანსია ახალ საფეხურზე ასასვლელად და უმაღლეს ევროპულ დონეზე დასამკვიდრებლად (ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითიდან გამომდინარე). თუ ფინანსური შეთავაზებაც შესაბამისი იქნება, „ლიონს“ და „ლილს“ გადამწყვეტი სიტყვის თქმა ძალიან გაუჭირდებათ. ერთადერთი შანსი ისაა, რომ ზაფხულის შემდეგ „ლიონში“ თავდასხმის ხაზში წამყვანი მოთამაშეების შესაძლო წასვლის გამო ვაკანტური ადგილი გათავისუფლდეს, რაც წიტაიშვილს ლიგა 1-ის მოწინავე გუნდში გარანტირებული სათამაშო დროით მოხიბლავს''.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კრისტიან ილცერის გაწვრთნილი „ჰოფენჰაიმი'' ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზეა. „ნაპოლი'' სერია A-ს მოქმედი გამარჯვებულია და ამჟამად მე-3 ადგილზეა. რაც შეეხება ლიგა 1-ის კლუბებს, „ლილი'' მე-4, ხოლო „ლიონი'' მე-5 საფეხურზეა.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გიორგი წიტაიშვილმა „მეცის’’ რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. გოლები „ბრესტსა’’ და პსჟ-ს გაუტანა, თუმცა „მეცმა’’ ორივე მატჩი დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზურიკო იანვარში არ უნდა გაყიდონ“ | საფრანგეთში დავითაშვილზე ისაუბრეს
„ზურიკო იანვარში არ უნდა გაყიდონ“ | საფრანგეთში დავითაშვილზე ისაუბრეს