ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

უკომპრომისო თამაშით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა | BILD-ი ლოჩოშვილზე

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა BILD-მა მიმდინარე სეზონის პირველი წრიდან გამომდინარე „ნიურნბერგის’’ ქართველი მცველის, ლუკა ლოჩოშვილის თამაში დადებითად შეაფასა.

BILD:„კრემონეზედან“ ერთ მილიონ ევროდ განხორციელებული ტრანსფერი, ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ საუკეთესო ფეხბურთელია წარმატებული ორთაბრძოლების 62%-იანი მაჩვენებლით. თავისი უკომპრომისო თამაშის სტილის წყალობით, მან სწრაფად მოიპოვა დიდი ავტორიტეტი თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს შორის’’.

BILD-მა ლუკას თამაში მაღალ ქულაზე შეაფასა, 27 წლის ქართველ ცენტრალურ მცველს 2 დაუწერა.

„ნიურნბერგი’’, რომელმაც სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, საწყისი 7 მატჩიდან 5 დათმო, 17 ტურის შემდეგ ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-8 ადგილზეა. გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულით უსწრებს, საუკეთესო სამეულთან სხვაობა 8 ქულაა.

შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულში „ვოლფსბერგერგმა’’ ლოჩოშვილი „კრემონეზეში’’ გაყიდა, პირველ სეზონში ლუკა იტალიურ კლუბში რეგულარულად თამაშობდა, თუმცა ამავე სეზონში კრემონული გუნდი სერია B-ში გავარდა, დაახლოებით 1,5-წლიან პერიოდში ლუკას „კრემონეზეში’’ სათამაშო დროის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სერია B-ს „სალერნიტანაში’’ გაატარა, ამ გუნდში რეგულარული სათამაშო დრო მიიღო. ზაფხულში „ნიურნბერგმა’’ „კრემონეზედან’’ მილიონ ევროდ შეიძინა. ლუკამ „ნიურნბერგის’’ სახით ის კლუბი იპოვა, სადაც დიდ ნდობას უცხადებენ და ეს ნდობა მის თამაშზე დადებითად აისახება.

„ნიურნბერგის'' მთავარ მწვრთნელს, მიროსლავ კლოზეს ლოჩოშვილი იმდენად მოსწონს, რომ კაპიტანი რობინ კნოხე სკამზე დასვა და მუდმივად ქართველს ათამაშებს. ოქტომბრის მიწურულს გერმანელ სპეციალისტს ამ თემაზე ჰკითხეს, რაზეც მიროსლავის პასუხი ასეთი იყო: : „ვიცით კნოხეს შესაძლებლობები, თუ რა შეუძლია გუნდს მოუტანოს, მაგრამ ახლა მის წინ ორი ფეხბურთელია, ფაბიო გრუბერი და ლუკა ლოჩოშვილი. ისინი უბრალოდ მასზე უკეთესები არიან და ეს ფაქტია’’.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია