საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

10-დღიანი მცირე დაძაბულობა | გოგლიჩიძე მალე დაბრუნდება

სერია A-ს მე-17 ტურში „უდინეზემ’’ შინ რომის „ლაციოსთან’’ 1:1 ითამაშა. უდინელთა სამატჩო განაცხადში საბა გოგლიჩიძე არ იმყოფებოდა. კრისტალსპორტის ინფორმაციით, საზარდულის ტრავმა აწუხებს, 10-დღიანი მცირე დაძაბულობა აქვს. კოსტა რუნიაიჩის გუნდი შემდეგ მატჩს სამ იანვარს სტუმრად „კომოსთან'' ჩაატარებს, ამ ეტაპზე უცნობია ითამაშებს თუ არა აღნიშნულ მატჩში. 7 იანვარს „უდინეზე'' „ტორინოს'' ესტუმრება. საბა ამ მატჩისთვის მზად იქნება.

რუნიაიჩი ქართველ ცენტრალურ მცველს არ ენდობა, საბას თითქმის ორი თვეა არ უთამაშია. 29 ოქტომბრის შემდეგ მხოლოდ „ნაპოლისთან'' გამოვიდა მინდორზე, მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე. რეალურად არ უთამაშია და უთამაშებლობა თითქმის 2 თვეა გრძელდება, რაც საკმაოდ დიდი დროა.

დეკემბრის დასაწყისში გოგლიჩიძე „ბოლონიას'' დაუკავშირეს. Bologna Sport News-ი იუწყებოდა, რომ „ბოლონია'' დაცვის გაძლიერებას გეგმავდა და რამდენიმე კანდიდატს შორის ერთ-ერთი საბა იყო. მას შემდეგ „ბოლონიას'' თაობაზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში 21 წლის ფეხბურთელი „ემპოლიდან'' „უდინეზეში'' გადავიდა და კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია