გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის ოსტატური პასი | ფროზინონემ წელი პირველ ადგილზე დაასრულა

იტალიის სერია B-ს მე-18 ტურში „ემპოლისთან’’ გასვლით მატჩში „ფროზინონემ’’ ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, კვერნაძის ოსტატურ პასს რიკარდო მარკიძას ჩაწოდება და ანტონიო რაიმონდოს გოლი მოჰყვა. 

24-ე წუთზე მარკო ნასტიმ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა.

კვერნაძე პირველ ტაიმში უფრო მეტად აქტიურობდა, შესვენების შემდეგ შედარებით პასიური იყო. 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 89-ე წუთზე შეცვალეს.

20-გუნდიან სერია B-ში 18 ტურის შემდეგ „ფროზინონე'' 38 ქულით პირველზეა, მეორეადგილოსან „მონცას'' 1 ქულით უსწრებს. კვერნაძის გუნდი მე-19 ტურის მატჩს შემდეგ წელს, ათ იანვარს, შინ მეოთხეადგილოსან „კატანძაროსთან'' გამართავს.

22 წლის ქართველმა მარცხენა გარემარბმა სერია B-ს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა (დუბლი „იუვე სტაბიასთან’’) და 1 საგოლე პასი შეასრულა („მოდენასთან’’). მე-6 ტურში „ჩეზენასთან’’ გააძევეს და მე-7 ტურში „ვენეციასთან’’ არ უთამაშია. მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი ენდობა და მუდმივად სასტარტოში ათამაშებს, მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა, დისკვალიფიკაციისა და ავადმყოფობის გამო.

იტალიის თასზე „ფროზინონემ'' ორი მატჩი ჩაატარა, კვერნაძემ ორივე შეხვედრაში ითამაშა, მისი გოლით „მონცა'' დაამარცხეს, თუმცა შემდეგ „კალიარისთან'' დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე კლუბი იტალიიდან | მოქმედი ჩემპიონი წიტაიშვილს აკვირდება
მეორე კლუბი იტალიიდან | მოქმედი ჩემპიონი წიტაიშვილს აკვირდება