გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„ძალიან გვეხმარება“ - ჩაკვეტაძე თანაგუნდელმა შეაქო

„უოტფორდის“ ნახევარმცველმა, ჰექტორ კიპრიანუმ „ლესტერთან“ სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ თავის ქართველ თანაგუნდელზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

„მასთან ბევრი არ მითამაშია, მაგრამ დღეს დავინახე, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია. ყველა იმაზე საუბრობდა, როგორი შთამბეჭდავი იყო ჩაკვეტაძე გასულ სეზონში - რთული მდგომარეობიდან დრიბლინგის ხარჯზე გამოსვლა შეუძლია, რაც ძალიან გვეხმარება.

„ლესტერთან“ მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს გუნდი შარშან პრემიერლიგაში იყო, ამიტომ ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდებოდა, მაგრამ ვისარგებლეთ ამ შესაძლებლობით და მოვიგეთ. კარგი გეგმა გვქონდა, რომელიც იდეალურად შევასრულეთ“.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ „ლესტერთან“ ჯერ „ათიანის“, შემდეგ კი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა და საგოლე პასთანაც იყო ახლოს - ხავი გრასიამ ის მატჩის ბოლო წუთებზე შეცვალა.

ჩაკვეტაძე VS ლესტერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამამი პროგნოზები 2026 წლისთვის | მამარდა ძირითადი მეკარე გახდება
თამამი პროგნოზები 2026 წლისთვის | მამარდა ძირითადი მეკარე გახდება