„საქართველოში კონკურენციას ჯერ ვერ გაუწევენ“ - ჯანაშიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, ხვიჩას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე კონკურენციას ვერავინ გაუწევს.
რას ამბობს ჯანაშია:
„გასაკვირი არ არის, რომ ხვიჩა წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ის ყოჩაღია, ბევრს აუხილა თვალები იმაზე, რომ დიდ კლუბში ასეთ მაღალ დონეზე თამაში შესაძლებელია. იქნება თუ არა საუკეთესო ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში? სინამდვილეში, ჩვენ უკვე გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა, რომელსაც შეუძლია მასთან კონკურენცია. შესაძლოა, არა ახლავე, მაგრამ უახლოეს მომავალში ნამდვილად.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად 2025 წელს 5 ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო ჩემპიონატის ფინალი. ამასთან, ქართველმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლიც გაიტანა.